„სარფის“ საბაჟო 13-15 ნოემბერს შეფერხებით იმუშავებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“
საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეფერხების მიზეზი თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ 13-15 ნოემბერს შეფერხებით იმუშავებს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

ტურისტები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
საქართველოში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის

სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა საბაჟო კონტროლის პროცედურები განხორციელდება შეფერხებით. შეფერხების მიზეზია თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოები.

საბაჟო პროცედურები 13-15 ნოემბერს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შეჩერებული.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ ჩვეულ რეჟიმში სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, შეუფერხებლად მოხდება მგზავრებისა და ტვირთების გატარებაც.

ყველა ახალი ამბავი
0