საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლონეთს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშივარშავა
ვარშავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლონეთი დიდ როლს ასრულებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საქმეში, ნათქვამია პრემიერის წერილში

თბილისი, 11  ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პოლონეთის ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში ოფიციალურ ვახშამს დაესწრნენ

დამოუკიდებლობის დღე - პოლონეთის ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად 11 ნოემბერს აღინიშნება. თარიღი უკავშირდება 1918 წელს პოლონეთის სამეფოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებას 123 წლიანი გახლეჩის შემდეგ.

„ვულოცავ პოლონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოსათვის ძალიან ღირებულია ქართველ და პოლონელ ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებად იქცა. პოლონეთი ყოველთვის ერთგულად დგას საქართველოს გვერდით და იცავს ჩვენს ინტერესებს“, - ნათქვამია პრემიერის წერილში.

საქართველოს და პოლონეთის პარლამენტები ერთობლივ ასამბლეას შექმნიან >>

ბახტაძის თქმით, პოლონეთი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის" ინიციატორი ქვეყანა დიდ როლს ასრულებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საქმეში.

ყველა ახალი ამბავი
0