ახალციხეში არასრულწლოვანი გოგონები 37 წლის მამაკაცს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ

© Pixabay / isabellaquintanaძალადობა არასრულწლოვანთა მიმართ
ძალადობა არასრულწლოვანთა მიმართ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი ამ დროისთვის დაკავებულია.

თბილისი, 11  ნოემბერი — Sputnik. ახალციხეში მცხოვრები 13–14 წლის გოგონები მეზობლად მცხოვრებ მამაკაცს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გოგოს მშობლის მიერ პოლიციაში ჩივილის შემდეგ მამაკაცი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცველებმა დააკავეს.

დაკავებული ეჭვმიტანილი - Sputnik საქართველო
მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით ბათუმში 55 წლის კაცი დააკავეს

როგორც საქმის მასალების ირკვევა, ბრალდებული ახალციხეში ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობს და კვების ობიექტზეა დასაქმებული. მოზარდები აცხადებენ, რომ 37 წლის მამაკაცი მათთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა.

„სასქესო ორგანოზე ეკიდა ხელი და მოახლოებას ცდილობდა ", - აცხადებენ არასრულწლოვანები.

ადგილობრივების განცხადებით, ამ დროისთვის მამაკაცი დაკავებულია. აღკვეთის ღონისძიებაზე ახალციხის რაიონული სასამართლო 12 ნოემბერს იმსჯელებს. დაკავებულს ბრალი სსკ–ს 141-ე მუხლით ედება, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-დან 10 წლამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0