თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 55 წლის კაცი დააკავეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონა თანაკლასელებთან ერთად მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობდა, რა დროსაც მამაკაცმა მისი სექსუალური შევიწროება სცადა. ბრალდებული მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე 5 ნოემბერს დააკავეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.