თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
თვითმხილველების განცხადებით, მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მათივე ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მძღოლი მანქანაში მარტო იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.