აწყურთან ავარიის შედეგად სომხეთის მოქალაქეები დაშავდნენ

© photo: Sputnik / Besik Pipiaახალციხე
ახალციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სომხეთის ექვსი მოქალაქე დაშავდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

ავარია შაბათ საღამოს მოხდა. ახალციხის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს შეეჯახა. სამგზავრო მიკროავტობუსი ახალქალაქიდან მოდიოდა, სომხეთის სწორედ ამ მიკროავტობუსში იმყოფებოდნენ.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
ერთი გარდაცვლილი და რვა დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ რვა ადამიანია დაშავებული. მათგან შვიდი მათგანი მიკროავტობუსის, ერთი კი მსუბუქი ავტომანქანის მგზავრია. დაშავებულთა შორის ორი ბავშვია – ექვსი და რვა წლის მოზარდები.

დაშავებულები თავდაპირველად ახალციხის საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ მძიმე მდგომარეობის გამო ისინი თბილისში უნდა გადაიყვანონ.

„დაშავებულთაგან ორი შედარებით მსუბუქი, ხოლო ექვსი საკმაოდ მძიმეა, რომელთაც დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია. საკმაოდ მძიმე და საყურადღებო ავადმყოფები არიან. ორია ბავშვი – ექვსი და რვა წლის. პატარა პოლიტრავმით არის, შედარებით მსუბუქია უფროსი ბავშვის მდგომარეობა“, – ამბობს ექიმი კონსტანტინე დგებუაძე.

ავარია სიღნაღში: დაღუპულია კვადროციკლის მძღოლი >>

„შკოდას“ მარკის მსუბუქ ავტომობილს შსს–ს მომსახურების სააგენტოს ახალციხის სერვისცენტრის თანამშრომელი მართავდა. ის ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა, მის გვერდით მჯდომი სააგენტოს თანამშრომელი, 50 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0