სახელმწიფო დევნილთათვის მენაშენეებისგან 400 ბინას შეისყიდის

© photo: Sputnikდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დევნილთათვის ბინების შესყიდვა კონკურსის წესით მოხდება

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მენაშენეებისგან 400 ბინას შეისყიდის, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დევნილთათვის ბინების შესყიდვა კონკურსის წესით მოხდება. საკონკურსო წინადადებების მიღება დღეს დაიწყო  და 16 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ზუგდიდი  - Sputnik საქართველო
ზუგდიდში 360 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს

„ჩვენ სურვილი გვაქვს, უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს ვეტერან-დევნილებზე და მეტად შევუწყოთ ხელი ასეთ ოჯახებს“,-  განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კერძო პირებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

აღნიშულ სხდომაზე განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლებსაც კონკურსში მონაწილე მენაშენეები უნდა აკმაყოფილებდნენ. ასევე დადგინდა საცხოვრებელი ფართების შესყიდვის საკონკურსო პირობები და ვადები.

უწყების განცხადებით, ამ ეტაპზე სამინისტრო საცხოვრებელ ფართებს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ბათუმსა და ქუთაისში შეისყიდის. პრიორიტეტი კი თბილისს მიენიჭება.

მამუკა ბახტაძემ დევნილ ოჯახებს ბინები გადასცა >>

საცხოვრებელი ფართების შესყიდვის კონკურსი სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდების საშუალებით გამოცხადდა. მენაშენეებმა საკონკურსო წინადადებები უნდა წარმოადგინონ სოციალური მომსახურების სააგენტოში, ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა.

მენაშენეების პროექტის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ დევნილებისთვის უკვე 2394 ბინა შეისყიდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური