„ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილი შეხვედრას მართავს

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი
„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავის ოფისში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კონსულტაციებს აგრძელებს.

„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მიმდინარე კონსულტაციებს ესწრებიან პარტიის დამაარსებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ–მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ასევე შეხვედრაზე იმყოფებიან უმრავლესობის  სხვა წევრებიც და თბილისის მერი.

„ევროპული საქართველოს“ ოფისი - Sputnik საქართველო
რატომ დატოვეს გორელმა და ზუგდიდელმა დეპუტატებმა „ევროპული საქართველო“

„განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც უკავშირდება, რა თქმა უნდა, მეორე ტურს, იმისთვის, რომ ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვოს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და ყველა ის საკითხი, რომლებიც ჩვენ მივიჩნიეთ მნიშვნელოვან  გამოწვევად და პირველ ტურში დაშვებულ ხარვეზად, გამოვასწოროთ", - განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა.

არჩევნების შედეგად მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ხმათა დაახლოებით 39%. მას ცოტათი ჩამორჩება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

არჩევნების შემდეგ ძირითადი დარტყმა თავის თავზე „ქართულმა ოცნებამ" აიღო, რომელმაც თავისი რესურსების სრული მობილიზაცია გამოაცხადა, რათა არ დაუშვას ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება.

არჩევნების მეორე ტური არაუგვიანეს 2 დეკემბრისა უნდა ჩატარდეს.

ყველა ახალი ამბავი
0