რატომ დატოვეს გორელმა და ზუგდიდელმა დეპუტატებმა „ევროპული საქართველო“

© SPUTNIK / DENIS ASLANOV„ევროპული საქართველოს“ ოფისი
„ევროპული საქართველოს“ ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტია გორისა და ზუგდიდის საკრებულოებს დეპუტატებმა და აქტივისტთა ჯგუფმა დატოვეს

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. გორის და ზუგდიდის  საკრებულოებს დეპუტატებმა, პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ რაიონული ორგანიზაციების ლიდერებმა ზვიად საბანაძემ, ირაკლი ღურწკაიამ და კიდევ ათმა აქტივისტმა დატოვეს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ შერიგების გამო.

„ეს იძულებითი არჩევანია" – „პატრიოტთა ალიანსმა" გადაწყვეტილება მიიღო >>

გაწევრიანდება თუ არა საბანაძე რომელიმე სხვა პარტიას, ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე ის საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. მომავალი გეგმების შესახებ განცხადებას ის რამდენიმე დღეში გააკეთებს.

„ჩემთვის ცნობილი იყო, რომ „ევროპულ საქართველოს“ არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ყველაფერს ფარდა აეხადა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მუშაობა და ვტოვებთ „ევროპულ საქართველოს“. ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილება“, - განაცხადა ზვიად საბანაძემ.

არჩევნები - Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობის" ევროპული შერიგება და „ქართული ოცნების" ისტერიკა

სიტყვა-სიტყვით იგივე განცხადება გააკეთა ირაკლი ღურწკაიამაც. როგორც ზუგდიდის საკრებულოს წევრმა აღნიშნა, მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა და ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. მისი თქმით, ის არც ერთ სხვა პარტიაში გადასვლას არ აპირებს.

რამდენიმე დღის წინ „ნაცმოძრაობის“ დამაარსებელმა და ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი ოჯახია. ეს მან განაცხადა თბილისის ექს-მერთან, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან შეხვედრაზე ჰელსინკში, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის სამიტის ფარგლებში გაიმართა.

ყოფილი თანამოაზრეები მას შემდეგ შერიგდნენ, რაც „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, რომელმაც არჩევნებზე ხმების 11% მოიპოვა, თავის მომხრეებს მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ვაშაძე „ნაცმოძრაობის“ წევრი და ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელია.

„ჩვენ ერთი ოჯახი ვართ“: „ნაცმოძრაობის“ და „ევროპელების“ შერიგება >>

„ევროპული საქართველო“ 2017 წლის დასაწყისში „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა ლიდერებმა შექმნეს, რომლებმაც პარტია სააკაშვილთან უთანხმოების გამო დატოვეს. სააკაშვილმა, რომლის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და დაუსწრებლად პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველო 2013 წლის ბოლოს დატოვა და თავის თანამოაზრეებს უცხოეთიდან მოძღვრავდა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ბოლო თარიღია 2 დეკემბერი. საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერს მხარს.  პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ზღვარი ვერ გადალახა.

ყველა ახალი ამბავი
0