ქართული ღვინის კომპანიებმა პოლონეთში პროდუქცია წარადგინეს 

© photo: DecanTer wine & shop / FBქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 2,8 მლნ  ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 30% შეადგინა.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში EnoExpo 2018 ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

EnoExpo 2018-ის ფარგლებში გამართულ კონკურსში კომპანიის „ვაზისუბნის მამულები“ ღვინომ „საფერავი 2017“ ვერცხლის და კომპანიის „თელავის ღვინის მარანი“ ღვინომ „მარანი საფერავი ბიო 2017“ ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
„საქართველო – ღვინის სამშობლო“: იაპონიაში ქართული ექსპოზიცია გაიხსნება

ქართული ღვინის წარდგენა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაშიც გაიმართა - ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარებულ ღონისძიებას „ქართული სამზარეულო და ღვინო“ სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Vinisfera-ს ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა.

ქართული ღვინის წარდგენას ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 9 ნოემბერს ქართული ღვინის კიდევ ერთი დეგუსტაცია კრაკოვში გაიმართება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობები იმართება.

ნიუ-იორკში ქართულ ღვინოსა და მისი დამზადების ტრადიციებს გაეცნენ >>

ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პოლონეთმა სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 2,8 მლნ  ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 30% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0