საქართველო-თურქეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

CC BY 2.0 / Ray Bouknight / Seismographსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის ყარსის პროვინციაში, საქართველოს საზღვრიდან 30 კილომეტრში 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ცენტრის განცხადებაში.

მიწისქვეშა ბიძგები 6 კილომეტრ სიღრმეზე თბილისის დროით 09:39 საათზე დაფიქსირდა.

რიხტრერის შკალა - Sputnik საქართველო
როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს

ინფორმაცია დაშავებულების ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

სამშაბათს დასავლეთ საქართველოში სამი წუთის შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა. პირველი ბიძგები ქალაქ ონთან გამთენიისას, თბილისის დროით 05:17 საათზე დაფიქსირდა. სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. 05:20 საათზე კი 3.3 მაგნიტუდის ბიძგები საჩხერესთან მოხდა.

ასევე გუშინწინ, 17:36 საათზე 2,8 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისთანაც დაფიქსირდა. კერძოდ, ეპიცენტრი თბილისთან ახლოს, ქალაქ მცხეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 15 კილომეტრში, სოფელ ქვიშიანთან მდებარეობდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0