„ექსტრაორდინარი“ ქართველი მუსიკოსი ნიუ-ჯერსის აკადემიაში და მისი ბავშვობის სიყვარული

© photo: courtesy of Irakli Sharadzeირაკლი შარაძე
ირაკლი შარაძე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრებ წარმატებულ მუსიკოსს ირაკლი შარაძეს გაგაცნობთ.

ნიჭიერი პიანისტი და კომპოზიტორი, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ორკესტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად ნიუ-ჯერსის მუსიკის აკადემიის საფორტეპიანო დეპარტამენტის მასწავლებელი, არაერთი პოპულარული სიმღერისა და კომპოზიციის ავტორი, ჰყავს თავისი ბენდი, რომელიც აშშ-ის სხვადასხვა სცენაზე წარმატებით გამოდის.

მუსიკოსი რომ უნდა გამოსულიყო, ამას ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა, როცა ფორტეპიანოს გაკვეთილებზე ქვეყნისთვის მძიმე პერიოდში ქედიდან ბათუმში ჩადიოდა. სტიმული არაერთ კონკურსში გამარჯვება გახდა.

© photo: courtesy of Irakli Sharadzeირაკლი შარაძე
„ექსტრაორდინარი“ ქართველი მუსიკოსი ნიუ-ჯერსის აკადემიაში და მისი ბავშვობის სიყვარული - Sputnik საქართველო
ირაკლი შარაძე

ირაკლი შარაძე: 12 წლამდე ქედაში ვიზრდებოდი, არაჩვეულებრივი და უდარდელი ბავშვობა მქონდა. მზრუნველი მშობლები, არაჩვეულებრივი და-ძმა, სამეგობრო, სამეზობლო და ა.შ. რაც შეეხება მუსიკას, თავიდან ჩვეულებრივი მოსწავლე ვიყავი, სანამ პირველ კონკურსში არ მივიღე მონაწილეობა. ეს იყო დავით ტურიაშვილის სახელობის პიანისტთა კონკურსი, სადაც ლაურეატის წოდება და პირველი ხარისხის დიპლომი მომანიჭეს. ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში საფორტეპიანო განყოფილებაზე (ლიანა მელიას კლასში) ოთხი წელი ვისწავლე. სწავლის პერიოდში ქართულმა ნაციონალურმა ფოლკლორმა და კომპოზიციამ გამიტაცა. კოლეჯის დამთავრების შემდგომ ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ეთნო-მუსიკოლოგია–კომპოზიციის ფაკულტეტზე ჩავირიცხე.

© photo: courtesy of Irakli Sharadzeირაკლი შარაძე
„ექსტრაორდინარი“ ქართველი მუსიკოსი ნიუ-ჯერსის აკადემიაში და მისი ბავშვობის სიყვარული - Sputnik საქართველო
ირაკლი შარაძე

– ბატონო ირაკლი, აჭარის სახელმწიფო ანსამბლში ჯერ კიდევ სტუდენტი მიხვედით და შემდეგ მისი ხელმძღვანელობაც ჩაგაბარეს...

– დიახ, კონსერვატორიაში სწავლის პარალელურად, ფაქტობრივად, პირველივე წელს მიმიწვიეს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში ორკესტრის მუსიკოსად, სადაც ათი წელი ვმოღვაწეობდი. აქედან ოთხი წელი ამავე ორკესტრის ხელძღვანელი გახლდით. ანსამბლში ყოფნის პერიოდში საგასტროლო მოგზაურობაში ვიყავით თურქეთში, სომხეთში, იტალიაში, ესპანეთში, მონაკოში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, სირიაში. გასტროლებიდან ყოველთვის წარმატებებით ვბრუნდებოდით უკან.

2013 წლის ერთ საღამოს ბათუმის პიაცა მაყურებლით გაივსო. ყველა სულგანაბული უსმენდა იშვიათ ტანდემს. სცენაზე ამერიკაში მოღვაწე პიანისტი და კომპოზიტორი ლევან შენგელია და ბათუმელი პიანისტი ირაკლი შარაძე ჯადოქრობდნენ. ეს იყო ექსპერიმენტული საღამო – კლასიკური მუსიკისა და ფოლკლორის საოცარი სინთეზი. ექსპერიმენტი შედგა...

ირაკლი შარაძე: ლევანი ჩემმა ნათლიამ, ცნობილმა ჟურნალისტმა ზვიად სირაბიძემ გამაცნო. მის შემოქმედებას მანამდეც დიდი ხანია ვიცნობდი და ვგულშემატკივრობდი. მალე ლევანი ამერიკაში დაბრუნდა და ნიუ-იორკში ამერიკასა და კანადაში ერთადერთი ქართული გამომცემლობა „მამულის“ დამფუძნებლისა და რედაქტორის მანუჩარ კაჭახიძის მიერ მოწყობილ გამოცემის 10 წლის იუბილეზე მიმიწვია. ამერიკაში აჭარის მაშინდელი ხელმძღვანელის, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის, კულტურის მინისტრის მოადგილის ქეთევან მანელიშვილისა და სახელმწიფო ანსამბლის მაშინდელი დირექტორის ავთანდილ ჭოლაძის დახმარებით გავემგზავრე. მაშინ მე და ლევანი მსმენელის წინაშე წარვდექით 30-წუთიანი ორი ფორტეპიანოს დუეტით, რაც მთლიანად ქართული კინო-მუსიკითა და რეტრო-სიმღერებით იყო შედგენილი. ამგვარი პროგრამა ძალიან ემოციური აღმოჩნდა ნიუ-იორკში მცხოვრები ქართული ემიგრაციისთვის, ამიტომ ჩვენ დუეტს დიდი წარმატება და სიყვარული ხვდა წილად.

© photo: courtesy of Irakli Sharadzeირაკლი შარაძე
„ექსტრაორდინარი“ ქართველი მუსიკოსი ნიუ-ჯერსის აკადემიაში და მისი ბავშვობის სიყვარული - Sputnik საქართველო
ირაკლი შარაძე

– ამერიკული საღამოს ფურორის შემდეგ საქართველოში შემოქმედებითი ცხოვრება ისევ გააგრძელეთ...

– საქართველოში დაბრუნებულმა ისევ გავაგრძელე ნაყოფიერი მუშაობა ანსამბლში, პარალელურად რუსუდან ფეტვიაშვილის გალერეა არტ-კაფეში ვუკრავდი. მართლაც უდიდეს მუსიკოსებთან ვაჟა ტუღუშთან და ირაკლი ჯანაშიასთან ერთად მუსიკალურ საღამოებს ვმართავდი ზამთრის ბაღში „ბაკურიანი“, ასევე ვიყავი ქედის კულტურის ცენტრის ფოლკ-ბენდის ხელმძღვანელი და ანსამბლ „ხორუმის“ ორკესტრის მუსიკოსიც ვიყავი.

მუსიკოსი ირაკლი შარაძე – „ექსტრაორდინარი“

„ექსტრაორდინარი“ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს ნიშნავს და ამ სტატუსით ამა თუ იმ ქვეყანას შეუძლია, რომ მისთვის სასურველ ემიგრანტს მასთან ცხოვრების უფლება მიანიჭოს. ასე მოხდა ირაკლი შარაძის შემთხვევაშიც. 2014 წელს აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა მას „ექსტრაორდინარის“ სტატუსი დაუმტკიცა. ამის საფუძველზე იმავე წლის 22 აგვისტოს ქართველმა მუსიკოსმა ფეხმძიმე მეუღლესა და ერთი წლის შვილთან ერთად დატოვა საქართველო და უცხო ქვეყნის მეგაპოლისში სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო.

– როგორი იყო ამერიკული ცხოვრების პერიპეტიები?

– ისევე, როგორც ყველა ემიგრანტის, ჩემი ამერიკული ცხოვრების დასაწყისიც ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს და ადამიანი ყველაფერს ეგუება. რაც მთავარია, გვერდით დამიდგნენ ადამიანები, რომლებმაც გზა გამიკვლიეს, მასწავლეს, გამიზიარეს გამოცდილება. ამის გამო მალე იმდენი მზრუნველი და უკეთილშობილესი ადამიანი მედგა გვერდით, რომ თავი სამშობლოში მეგონა. მოხდა ისე, რომ ჩემმა უახლოესმა მეგობარმა ნინი შერმადინმა მთხოვა გავსულიყავით გერშვინის სახელობის მეორე მსოფლიო საერთაშორისო კონკურსზე, სადაც ნინიმ წლის საუკეთესო პოპ-მომღერლის სტატუსი მიიღო, ხოლო მე  აკომპანემენტის გამო მაღიარეს საუკეთესოდ. სხვათა შორის, ამ კონკურსის ერთ-ერთი სპონსორი არაჩვეულებრივი ქართველი ქალბატონი დიანა ბაგრატიონი და მისი ფონდი გახლდათ. ამავე კონკურსში სპეციალური დიპლომი ფონდ ბაგრატიონისგან მეც მერგო. ნიუ-იორკის აკადემიაში სწორედ ამ კონკურსის შემდეგ მიგვიწვიეს მე და შერმადინი, მე დღემდე აქ ვმუშაობ. ბედნიერი ვარ, რომ იმ 15 ქართველს შორის მოვხვდი, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ ამერიკაში.

– თქვენ ბენდიც გყავთ, სად უკრავთ და ქართველი კომპოზიტორების მუსიკა თუ არის თქვენ რეპერტუარში?

– ჩემი ბენდი წარმატებით მოღვაწეობს სხვადასხვა სცენაზე, ვმართავთ მუსიკისა და პოეზიის საღამოებს, ჩემთან ერთად უკრავს ცნობილი ქართველი მუსიკოსი ნოდარ სინაურიძე (დასარტყამი ინსტრუმენტები), მე და ლევან შენგელიაც ნაყოფიერად ვაგრძელებთ საკონცერტო მოღვაწეობას. მაქსიმალურად ვცდილობთ ქართული მუსიკის პოპულარიზაციას. მას საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოვადგენთ და ეს ძალიან მოსწონს ამერიკელ მსმენელს.

 „ირაკლი შარაძე და მეგობრები“

მიუხედავად წარმატებული ამერიკული ცხოვრებისა, მუსიკოსს საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. წელს, ოთხი წლის განშორების შემდეგ, ის პირველად ჩამოვიდა სამშობლოში და შვილებს მთელი საქართველო მოატარა. ზაფხულში ბათუმის „შერატონში“ ჩაატარა გრანდიოზული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადის ცნობილმა ვარსკვლავებმა. საღამოს სახელად „ირაკლი შარაძე და მეგობრები“ ლამის მთელი საქართველო დაესწრო. მისი ორგანიზატორები ბატონი გენრი დოლიძე და ქალბატონი თამარ თედიაშვილი იყვნენ. 

© photo: courtesy of Irakli Sharadzeირაკლი შარაძე ოჯახთან ერთად
„ექსტრაორდინარი“ ქართველი მუსიკოსი ნიუ-ჯერსის აკადემიაში და მისი ბავშვობის სიყვარული - Sputnik საქართველო
ირაკლი შარაძე ოჯახთან ერთად

ბავშვობის სიყვარული და ზაფხული სამშობლოში

ირაკლი შარაძე: რაც შეეხება ჩემ ოჯახს, მე და ჩემი მეუღლე ნატო შავიშვილი ერთად გავიზარდეთ. ერთმანეთი ბავშვობიდან გვიყვარს. როდესაც ნატომ სკოლა დაამთავრა, ერთი წლის შემდეგ, 2010 წლის 4 სექტემბერს ჯვარი დავიწერეთ და დიდი ქორწილი გადავიხადეთ. შეგვეძინა ორი შვილი, ნინო და შოთიკო. ნატოს დიდი წვლილი მიუძღვის ჩემ კარიერულ თუ პირად წარმატებაში. უკვე წლებია, რაც ერთსა და იმავეს ვუმეორებ – ასჯერ რომ დავბადებულიყავი ამ ქვეყნად, ასჯერვე შენ მოგიყვანდი ცოლად–მეთქი. ამ ზაფხულს შვილებს მთელი საქართველო მოვატარე, რადგან მინდა იცოდნენ, რომ ყველაზე მაგარი ქვეყნის შვილები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ჩემი მოღვაწეობა წარმატებულია, მე მაინც ყოველ წუთს ჩემი საქართველო, ჩემი აჭარა, ბათუმი და ჩემი ხალხი მენატრება. ქართული სიტკბო და სიყვარული მაინც სულ სხვაა...

 

ყველა ახალი ამბავი
0