რუსთავში მაღაზიის გაქურდვის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა

CC0 / Pixabay / ROOKIE23 / დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრავალჯერ ნასამართლევ 36 წლის მამაკაცს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. პოლიციამ რუსთავში მომხდარი მაღაზიის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

 TBC bank-ის სწრაფი გადახდის აპარატი და ბანკომატი - Sputnik საქართველო
იორმუღანლოში TBC ბანკიდან TBC PAY-ის აპარატი მოიპარეს

მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.თ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, ღამით, რუსთავის მე-14 მიკრორაიონში, N21 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასურსათო მაღაზია გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გ.თ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ნაქურდალი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0