თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში TBC ბანკიდან TBC PAY-ის აპარატი მოიპარეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ადგილობრივების ვარაუდით, დამნაშავემ ფოიეში შეღწევა და აპარატის გატანა ცენტრალური კარიდან მოახერხა.
„სოფელში გავიგე, რომ ბანკი იყო გაქურდული, დავურეკე მეგობრებს და მითხრეს, რომ ჩასარიცხი აპარატია წაღებულიო. ეტყობა, კარები გახსნეს“, - აღნიშნა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა არზუმან აბასოვმა „რუსთავი2“-თან საუბარში.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, წაღებულია 1500 ლარამდე თანხა.
ბანკში ამ დროისთვის შეჩერებულია ფინანსური ოპერაციების ნაწილის შესრულება. მუშაობა, სავარაუდოდ, ხვალიდან გაგრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე - ქურდობის მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.