ბათუმში სავალუტო ჯიხურის მძარცველი მოქალაქეებმა დაიჭირეს

გამოწერა
მძარცველმა გაქცევა სცადა, მაგრამ მიმალვა ვერ მოასწრო, რადგან ფეხი დაუცდა და დაეცა.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში მოქალაქეებმა  სავალუტო ჯიხურის მძარცველი დააკავეს და პოლიციას  გადასცეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ახალგაზრდა მამაკაცმა მელიქიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე სავალუტო ჯიხურში ვალუტა გადაცვალა, შემდეგ ჯიხურის თანამშრომელ ქალს თანხა უკანვე წაართვა და გაიქცა.

 TBC bank-ის სწრაფი გადახდის აპარატი და ბანკომატი - Sputnik საქართველო
იორმუღანლოში TBC ბანკიდან TBC PAY-ის აპარატი მოიპარეს

ახალგაზრდა მამაკაცმა მიმალვა ვერ მოახერხა, რადგან სირბილის დროს ფეხი დაუსხლტა და დაეცა, რის შემდეგაც ის მოქალაქეებმა დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0