ცნობილი გახდა ზუგდიდის ახალი ვიცე-მერის ვინაობა

© Sputnik / Denis Aslanovზუგდიდი
ზუგდიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდის ვიცე-მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სუს-მა ყოფილი მერი და მისი მოადგილე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერი TBC-ბანკის ადგილობრივი ფილიალის ხელმძღვანელი გეგა შენგელია გახდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„კონკრეტულ გეგმებზე მოგვიანებით ვისაუბრებ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ სასიკეთო ძვრები იგეგმება და მოხარული ვარ, რომ ამაში მივიღებ მონაწილეობას", – აღნიშნა შენგელიამ.

დაკავება - Sputnik საქართველო
კორუფცია ზუგდიდში - დაკავებულია ექს-მერი და მისი მოადგილე

გეგა შენგელიას განცხადებით, მისი ამ პოსტზე დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი დღეს მოეწერა და ის ვიცე-მერის უფლება-მოვალეობების შესრულებას ხვალიდან შეუდგება.

ზუგდიდის ვიცე-მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში ბრალდებულებმა მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვეს 21 500  აშშ დოლარი. სანაცვლოდ ჩინოსნებს იჯარით გასაცემ აუქციონზე უნდა გაეტანათ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიები. გოგია და გულორდავა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0