რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატს კიდევ ერთი ქართველი მოჭადრაკე ქალი გამოეთიშა

© FB / FIDE Women's World Championshipმსოფლიო ჩემპიონატი ქალთა შორის რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში
მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა შორის რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას სამი ქართველი მოჭადრაკე ქალი აგრძელებს.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქალთა შორის ქართველმა მოჭადრაკემ სოფიკო ხუხაშვილმა მეორე რაუნდში გადასვლა ვერ მოახერხა.

1/32 ფინალში პირველი ორი პარტია ხუხაშვილსა და ინდოელ ჰარიკა დრონავალის (11) შორის ყაიმით დასრულდა. გამარჯვებულის გამოვლენა ტაი-ბრეიკზე მოხდა, სადაც უძლიერესი ინდოელი მოჭადრაკე აღმოჩნდა.

ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში წარმატებით დაიწყეს

ხუხაშვილის გარდა მსოფლიო პირველობის 1/16 ფინალში გადასვლა ვერ მოახერხა ლელა ჯავახიშვილმა, რომელმაც საკმაოდ მოულოდნელად ჩინელ ჯუ ჟინერთან წააგო ანგარიშით 0:2. ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო ელიტის სიაში მე-18 ადგილს იკავებს, ხოლო ჩინელი დიდოსტატი – 78-ე პოზიციას.

ამგვარად, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრძოლას გააგრძელებს სამი ქართველი მოჭადრაკე ქალი – ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი და ნინო ბაციაშვილი, რომლებიც დაუპირისპირდებიან, შესაბამისად, ლეი ტინზეს (ჩინეთი), ჰარიკა დრონავალის (ინდოეთი) და მო ჟაის (ჩინეთი).

მსოფლიოს საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ ნანა ძაგნიძე დასახელდა >>

მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა შორის ხანტი-მანსიისკში 23 ნოემბრამდე გასტანს. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 450 000 აშშ დოლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0