მსოფლიოს საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ ნანა ძაგნიძე დასახელდა

© FB / Georgian Chess Federationნანა ძაგნიძე
ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანა ძაგნიძე 2018 წლის დასაწყისში დაასახელეს საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად არაოლიმპიურ სახეობებში.

თბილისი 30 სექტემბერი - Sputnik. მსოფლიოს საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ „ფიდე-მ“ სწრაფ ჭადრაკში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ნანა ძაგნიძე დაასახელა და მას „კაისას“ თასი გადაეცა, იუწყება საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

 „კაისას თასი“ ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც ყოველ გაზაფხულზე გასული წლის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა. მოჭადრაკე, რომელსაც 2300-ზე მეტი სარეიტინგო ქულა აქვს და 10-ზე მეტი სარეიტინგო შეხვედრა ითამაშა, გზავნის აპლიკაციას, რომლითაც ჯილდოზე საკუთარ თავს წარადგენს.

გარდა ამისა ნანა ძაგნიძე ასევე არის  ევროპის ჩემპიონი პირად ჩათვლაში (2017), ოლიმპიური ჩემპიონი გუნდურ (2008) და პირად ჩათვლაში (2014).

 

ყველა ახალი ამბავი
0