მესტიაში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ

© photo: Sputnik / Elizabeth Joudroმესტია
მესტია - Sputnik საქართველო
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული 

თბილისი, 4 ნოემბერი  - Sputnik. მესტიაში, სოფელ იელში ადგილობრივები ქიმიური მეთოდით ოქროს მოპოვების შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აქციის მონაწილეების განცხადებით,  ოქროს მომპოვებელი კომპანია „ოპტიკალ სერვისი“ ოქროს მოპოვებას ქიმიური მეთოდით 2005 წლიდან ეწევა. სამუშაოები რამდენიმე წელი გაჩერებული იყო, თუმცა მათ საქმიანობა 2016 წელს ისევ განაახლეს.

Сванские башни в посёлке городского типа Местиа в Грузии. - Sputnik საქართველო
ვის სახელებს ჩაწერენ სვანები „სირცხვილის წიგნში“

მათი მტკიცებით, ოქროს წარმოებისას ისეთ ასაფეთქებელ საშუალებას იყენებენ, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს, რაც ადამიანზე, ბუნებასა და ზოგადად ხეობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.

ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ ქიმიური გზით ოქროს მოპოვება ბუნებას მძიმე ეკოლოგიურ ზიანს აყენებს და ეს არა  მხოლოდ სოფელ იელის, არამედ მთელი სვანეთისა და, შესაბამისად, მთელი ქვეყნის პრობლემაა.

აქციაზე დაახლოებით 100 კაცია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც. 

„არა ჰესებს , არა სვანეთის დატბორვას“ - საპროტესტო აქციები მესტიასა და თბილისში >>

აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი ხასიათისაა და იმ შემთხვევაში, თუ ოქროს წარმოების სამუშაოები განახლდება, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური