თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება სამეგრელოდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
თვითმხილველების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო ბრიგადები დროულად მოვიდნენ, ხის საცხოვრებელი სახლი, რომელშიც შუახნის მამაკაცი ცხოვრობდა, სრულად დაიწვა. მათივე ინფორმაციით, მამაკაცმა სახლიდან გამოსვლა დროულად შესძლო.
როგორც მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში ნათია წითლიძემ განაცხადა, დაზარალებულ ოჯახს მერია შესაბამის დახმარებას გაუწევს.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.