ხანძარი ზუგდიდში: სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის გაჩენის მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

მწვადი მაყალზე - Sputnik საქართველო
მწვადების ბოლი ხანძარი ეგონათ - ჩვეულებრივი თბილისური ისტორია

თვითმხილველების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები დროულად მივიდნენ, ხის საცხოვრებელი სახლი, რომელშიც სამსულიანი ოჯახი ცხოვრობდა, მთლიანად დაიწვა.

როგორც მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტს განუცხადა, საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 „ხანძარი, სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. მერია დაზარალებულ ოჯახს შესაბამის დახმარებას გაუწევს“, - განაცხადა ბადრი  დარასელიამ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით („ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“).

ყველა ახალი ამბავი
0