თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ბალონი აფეთქდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა, თუმცა მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოახერხეს.