ავარია ახალდაბასთან: დაშავებულია ტრაილერის მძღოლი

© Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო ტრაილერი
სატვირთო ტრაილერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ბორჯომში, დაბა ახალდაბასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაილერი ამობრუნდა, იუწყება პირველი არხი.

რკინიგზა - Sputnik საქართველო
ქუთაისიდან თბილისისკენ მოძრავი მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

ტრაილერი სამშენებლო მასალებით იყო დატვირთული. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

ტრაილერის მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ–ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0