ქუთაისიდან თბილისისკენ მოძრავი მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

გამოწერა
შემთხვევის დროს მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ქარელის რაიონის სოფელ მოხისთან დაეჯახა მამაკაცს, რომელიც ადგილზევე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა დღეს დილით 09:30 წუთზე მოხდა. მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროს მას მატარებელი დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი სოფელ მოხისის მკვიდრი იყო.

სარკინიგზო ლიანდაგი - Sputnik საქართველო
ზუგდიდი-თბილისის მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

„საქართველოს რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. მომხდარის გამო შეყოვნდება ბორჯომი-თბილისის (#685) მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რის გამოც საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ბოდიშს უხდის“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0