თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი მატარებელი 55 მამაკაცს დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა ოთხშაბათს, საღამოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვთან მოხდა.
მემანქანემ ლიანდაგზე ჩამომჯდარი მამაკაცი გვიან შეამჩნია. მამაკაცმა ლიანდაგიდან გადასვლა ვერ მოასწრო. ერთ-ერთი ვერსიით, დაშავებული მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
ექიმების შეფასებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 275-ე მუხლით, რაც რკინიგზის, ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.