მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

© photo: Sputnik / Igor Mixalev / გადასვლა მედიაბანკშირკინიგზა
რკინიგზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი რკინიგზის ლიანდაგზე იჯდა და, მატარებლის მემანქანის ხმოვანი სიგნალის მიუხედავად, ტერიტორია არ დატოვა.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. მარნეულში 30 წლამდე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

რკინიგზა - Sputnik საქართველო
სიკვდილი ყურსასმენის გამო: თბილისში 26 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა

უბედური შემთხვევა მარნეულში, ე.წ. მაღალაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი რკინიგზის ლიანდაგზე იჯდა და, მატარებლის ხმოვანი სიგნალის მიუხედავად, რომელიც მემანქანემ გამოიყენა, ადგილი არ დატოვა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0