სიკვდილი ყურსასმენის გამო: თბილისში 26 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა

გამოწერა
მას ყურსასმენი ეკეთა და, სავარაუდოდ, მატარებლის ხმა ვერ გაიგო.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 26 წლის ქალი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ახალგაზრდა ქალს მატარებელი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მას ყურასასმენი ეკეთა და, სავარაუდოდ, მატარებლის ხმა ვერ გაიგო.

სამგზავრო მატარებელი თბილისიდან შინდისის მიმართულებით მოძრაობდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით („რკინიგზის უსაფრთხოების ან აქსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა"), რაც ითვალისწინებს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

ყველა ახალი ამბავი
0