ქვემო ქართლში ნარკორეალიზატორი დააკავეს

გამოწერა
ბრალდებულს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, 53 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გორში მამაკაცმა სცემა ცოლს, დაჭრა დედა და ბავშვს წამლები მისცა

სამართალდამცველებმა რ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების დროს, რ.კ.-სგან ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0