გორში მამაკაცმა სცემა ცოლს, დაჭრა დედა და ბავშვს წამლები მისცა

© photo: Sputnikპოლიციის განყოფილება
პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულს ფსიქიკური აშლილობა აღენიშნება, რის გამო მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. გორში მცხოვრებმა მამაკაცმა სცემა ცოლს, დანით დაჭრა დედა და თავის მცირეწლოვან შვილს პირი წამლის აბებით გაუვსო, იუწყება Новости-Грузия შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ოჯახური ძალადობის არაორდინარული შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა მის შესახებ ცნობილი ხუთშაბათს გახდა. შსს-ში ამტკიცებენ, რომ „112“-ის ცენტრში შევიდა ინფორმაცია ოჯახური ძალადობის შესახებ. ადგილზე მისულ პოლიციელებს დახვდათ ნაცემი და დაჭრილი ქალები და ასევე ბავშვი, რომელსაც პირი წამლის აბებით ჰქონდა სავსე.

მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
მთავარი პროკურორი გორში მოკლული გოგონას მკვლელობის საქმის მსვლელობას გაეცნო

პოლიციელებმა მამაკაცის დაკავება გადაწყვიტეს. ბრალდებულის სახლისა და პირადი ჩხრეკისას, რაც ნებისმიერი დაკავების დროს სტანდარტულ პროცედურას წარმოადგენს, სამართალდამცველებმა ნარკოტიკები აღმოაჩინეს.

შსს-ს მონაცემებით, მამაკაცს ფსიქიკური აშლილობა აღენიშნებოდა, რის გამო მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ბრალდებული აქამდე საავადმყოფოში ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სასამართლომ მას პატიმრობა უკვე შეუფარდა.

8 წლის გოგონას მკვლელობა გორში: ბრალდებული პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირია >>

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 260-ე („ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა“) და 126-ე მუხლებით („ოჯახური ძალადობა“), რაც 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0