გრიგოლ ვაშაძე ილია მეორეს შეხვდა

© FB / Gregory Vashadze საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუბრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმოადგენს, მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა რურუამ პატრიარქისგან კონკრეტული რეკომენდაციები მოისმინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საუბრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო.

საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
დეპუტატ მკოიანის შვილს ბრალდება წაუყენეს - ახალქალაქის ჩხუბის საქმე გახსნილია

„პატრიარქთან ვისაუბრეთ იმ მდგომარეობაზე, რაც დღეს არის ქვეყანაში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მშვიდობიანად ჩავატაროთ არჩევნები და დავიწყოთ მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილების პროცესი. მივაწოდეთ ინფორმაცია ყველა ჩვენს მოქმედებასთან დაკავშირებით. გვქონდა საუბარი იმ თავდასხმებზე, რომელიც ჩვენს წევრებზე იყო. მინდა ვთქვა, რომ მისი ლოცვა-კურთხევით და დახმარებით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობიანი პროცესი ქვეყანაში და მშვიდობიანად ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლებმა საქართველოში ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ პატრიარქს საკუთარი გეგმა გააცნეს.

„უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ საქართველოში დაინგრეს მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი წელიწადია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას. დეტალურად ვუამბეთ ამ გეგმებზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

საპატრიარქოში შესვლამდე გრიგოლ ვაშაძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ყველა ახალი ამბავი
0