დეპუტატ მკოიანის შვილს ბრალდება წაუყენეს - ახალქალაქის ჩხუბის საქმე გახსნილია

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავარი პროკურატურა
საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-მ გახსნა საქმე დაპირისპირებული პარტიების საარჩევნო შტაბების წევრებს შორის მომხდარი ჩხუბის შესახებ

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. პროკურატურამ ახალქალაქში მომხდარი ჩხუბის საქმეზე, რომლის შედეგად ოპოზიციონერები საავადმყოფოში მოხვდნენ, ბრალი წაუყენა ხუთ მოქალაქეს, მათ შორის პარლამენტის დეპუტატ ენზელ მკოიანის ვაჟს, ძმასა და ძმისშვილს, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

გახარია: ახალქალაქში ჩხუბის გამო ბრალი, შესაძლოა, ორივე მხარეს წარედგინოს >>

სამშაბათს მომხდარი ჩხუბის შედეგად დაშავდნენ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ოთხი წევრი - აშოტ რიაისიანი, აბრაჰამ და ტიგრან აბრაამიანები და მიშა აბგარიანი. ოპოზიციის მონაცემებით, მათ ოფისში შეუვარდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატის, ენძელ მკოიანის წარმომადგენლები.

Патрульная полиция - Sputnik საქართველო
დაშავებულები გამოძიებას არ ეხმარებიან - შსს ახალქალაქის ინციდენტზე

გამოძიების მონაცემებით, ინციდენტი თამარ მეფის ქუჩაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩვენო შტაბთან მოხდა და მის შედეგად სხვადასხვა დაზიანებები ამ შტაბის წევრებმა მიიღეს.

ჩხუბი საპრეზიდენტო არჩევნებიდან მესამე დღეს მოხდა. მიზეზი კი ის გახდა, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა ღამით მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის პლაკატები ჩამოხიეს.

პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ის მოგროვება ვერ შეძლო. მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ოპოზიციური გაერთიანების ინტერესებს წარმოადგენს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არაუგვიანეს 2 დეკემბრისა ჩატარდება.

სრული მობილიზაცია - „ქართული ოცნება“ მეორე ტურში ბრძოლისთვის ემზადება >>

ჯგუფურ ცემაში ბრალდებულებს სასჯელის სახით ემუქრებათ ჯარიმა, 40-დან 200 საათამდე ვადით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

მანამდე შსს-მ განაცხადა, რომ დაშავებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ.

ამ დროისათვის დანარჩენი ორი ბრალდებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებები ორივე მხარეს შეიძლება წაეყენოს.

ყველა ახალი ამბავი
0