გრიგოლ ვაშაძესა და ირაკლი ოქრუაშვილს „მამაკაცური საუბარი“ ჰქონდათ

© AP Photo / Shakh Aivazovირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასპინძელმა აღნიშნა, რომ როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, პირადულ წყენებს ივიწყებს და ახლაც ასე მოიქცევა, თუმცა ამისათვის დრო დასჭირდება

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს სახლში ესტუმრა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თავის მხრივ, ირაკლი ოქრუაშვილი მას სტუმრობისთვის მადლობა მოუხადა და არჩევნებში წარმატება უსურვა:

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებას" პირობები წაუყენეს – დაუჭერს თუ არა მხარს „ქართული მარში" ზურაბიშვილს?

„მადლობა ჩვენს ოჯახში სტუმრობისთვის, ჩემთვის პატივია. ვიცი, ეს რასაც უკავშირდება, შინაგანად ვაცნობიერებ იმას, რომ ქვეყანა ჩიხში არის შესული, საიდანაც გამოყვანა ჭირდება. თქვენ ამას რამდენად შეძლებთ, ბუნებრივია, ხალხზეა დამოკიდებული და მინდა, წარმატება გისურვოთ“, – უთხრა ოქრუაშვილმა ვაშაძეს.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ ოქრუაშვილთან საუბარია დიდი ხანია სურდა.

„დიდი ხანია, ამის გაკეთება მინდოდა და მომეცა საშუალება. კარგი, მამაკაცური, ქართული საუბარი გვქონდა და ის ტაიმაუტი, რაც ავიღეთ, კარგი იქნება, დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ, შემდეგ ის ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც ჩვენს გონებას, გულს და სინდისს შეესაბამება. უღრმესი მადლობა ოჯახში მიღებისთვის, იმ დროისთვის, რაც ერთად გავატარეთ, რაც გავიხსენეთ, რაზეც ვილაპარაკეთ“, – აღნიშნა ვაშაძემ.

„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
სრული მობილიზაცია - „ქართული ოცნება“ მეორე ტურში ბრძოლისთვის ემზადება

ოქრუაშვილი გარკვეული გადაწყვეტილების მიღებაზე საუბრობს:

„წარსულის რაღაც პერიპეტიებიდან გამომდინარე, ჩემთვის ადვილი არ არის იმ ნაბიჯის გადადგმა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ბუნებრივია, იმ წყენების, დაპირისპირებების გამო. ამაზე გარკვეული დრო დამჭირდება, ვიფიქრო. მაგრამ, ერთი რამეა, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, მე იქ პირადულს ყოველთვის ვივიწყებდი და ახლაც შევძლებ დავივიწყო. დანარჩენი, ცოტა მაცადეთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენს ხალხს უნდა“.

ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა 2006 წლიდან დაიწყო. მისი საქმე თავიდანვე ბევრ შეკითხვას ბადებდა. რადგან მისი დაპატიმრება იმ სატელევიზიო გამოსვლას მოჰყვა, როდესაც ოქრუაშვილმა ყოფილი თანაგუნდელები სხვადასხვა დანაშაულებში ამხილა.

ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტდევნილთა სიაში იყო, თუმცა 2012 წლის 20 ნოემბერს, საქართველოში მისი დაბრუნების შემდეგ, ის ამ სიიდან ამოიღეს.

2013 წლის 5 იანვარს მთავარმა პროკურატურამ ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა მტკიცებულებების არარსებობის მოტივით სამ ეპიზოდზე შეწყვიტა. საქმე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებს ეხება.

ყველა ახალი ამბავი
0