თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბაღდათში მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, ჩადეს ის ავტომობილში და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადნენ.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო აპარატი, ავტომობილი და დანაშაულის ჩადენისთვის გამოყენებული ხელსაწყოები.
გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მუხლით და სასჯელის სახით ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას.