საქართველოს პრეზიდენტმა რვა ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა

© FB / Giorgi Margvelashviliპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალი ელჩები დანიშნა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალი ელჩები დანიშნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
პრეზიდენტმა დიპლომატებს წარმატებული მუშაობა უსურვა

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბულგარეთში, ნიდერლანდების სამეფოში, საუდის არაბეთში, უნგრეთში,  ჩეხეთში, იტალიაში, სლოვენიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩები დანიშნა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თამუნა ლილუაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას ბულგარეთის რესპუბლიკაში 2018 წლის 20 ნოემბრიდან შეუდგება, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე კი ნიდერლანდების სამეფოში – 2018 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკით ახალი სახეები დაკავდებიან – პრემიერმა ბრძანება გამოსცა

ვახტანგ ჯაოშვილი საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობას დაიწყებს 2018 წლის 5 ნოემბრიდან.

ზაალ გოგსაძე უნგრეთში მუშაობას დაიწყებს 2018 წლის 1 ნოემბრიდან, მარიამ რაქვიაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში – 2018 წლის 5 ნოემბრიდან.

კონსტანტინე სურგულაძე იტალიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 1 დეკემბრიდან შეუდგება, ირაკლი კოპლატაძე სლოვენიის რესპუბლიკაში – 2018 წლის 15 ნოემბრიდან, ხოლო არჩილ კალანდია ჩინეთში – 2018 წლის 5 ნოემბრიდან.

გიორგი მარგველაშვილი ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ცვლილებები მოხდა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც – პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას მინისტრის მოადგილეების თანამდებობაზე დიპლომატების, მიხეილ ნინუასა და ალექსანდრე ხვთისიაშვილის დანიშვნის შესახებ.

ამგვარად, ახლა საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ექვსი მოადგილე ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0