ქარსელაძე: მაქვს პრეტენზიები „ქართულ ოცნებასთან“, თუმცა ახლა ამის გარჩევის დრო არ არის

გამოწერა
მომღერალი ნინი ქარსელაძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს.
ქარსელაძე: მაქვს პრეტენზიები „ქართულ ოცნებასთან“, თუმცა ახლა ამის გარჩევის დრო არ არის

„ჩვენ ვართ დღეს ბულინგის მსხვერპლი. გული მწყდება, რომ ქართველები ქართველებს ასე უტევენ. მე მაქვს ჩემი პრეტენზიები და ჩემი კითხვები „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლა ამის გარჩევის დრო არ არის. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ გამიჩნდა იმედი, რომ ერთი წლის შემდეგ ძალიან ბევრი რამე შეიცვლება. თუ შანსის მიცემაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, შანსს „ქართულ ოცნებას“ მივცემ და არა იმ ადამიანებს, ვინც მოკლა სანდრო გირგვლიანი, ბადრი პატარკაციშვილი, ზურაბ ჟვანია... აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას, მათი რიცხვი საკმაოდ დიდია“, – ამბობს ქარსელაძე.

მომღერლის განცხადებით, ვაშაძე თუ გაიმარჯვებს, ის შეიწყალებს სააკაშვილს, რომელიც მისთვის ასოცირდება შურისძიებასთან, არეულობასთან, რევანშთან და ა.შ.

 

ყველა ახალი ამბავი
0