თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. 32 წლის ქალი დაშავდა ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა პუშკინისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
„ახალგაზრდა ქალს დაზიანება გულ-მკერდის არეში აღენიშნება. მედიკოსთა ბრიგადამ იგი კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის უფროსის მოადგილემ, ბადრი პაქსაძემ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.