თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა აჭარაში, დაბა ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვეის შედეგად, იუწყება აჭარის ტელევიზია.
გარდაცვლილებს შორის არიან პატარძალი და 15 წლის მოზარდი.
შემთხვევა სოფელ დოლოგანში მოხდა. თვითმხილველების თქმით, Mersedes-ის მარკის ავტომობილი ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ კი ბუნებრივი აირის მილს.
დაშავებული ქედის კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.