ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტები მალე წარსულს ჩაბარდება

© Sputnik / STRINGER50-თეთრიანი მონეტები
50-თეთრიანი მონეტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
50-თეთრიანმა ოქროსფერმა მონეტამ გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი 2018 წლის 1 იანვრიდან დაკარგა.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. 50 თეთრის ნომინალის ოქროსფერი მონეტების გადაცვლა 2019 წლის 1 იანვრიდან შესაძლებელი მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება, აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ამ მონეტების გადაცვლა 2019 წლამდე შესაძლებელია ასევე ქვეყნის კომერციულ ბანკებში.

© National Bank of Georgia50-თეთრიანი მონეტა, რომელიც მიმოქცევიდან არის ამოღებული
ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტები მალე წარსულს ჩაბარდება - Sputnik საქართველო
50-თეთრიანი მონეტა, რომელიც მიმოქცევიდან არის ამოღებული

50-თეთრიანმა ოქროსფერმა მონეტებმა გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი 2018 წლის 1 იანვრიდან დაკარგა.

ერთლარიანი ყალბი მონეტები - Sputnik საქართველო
თბილისში ფულის გაყალბების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ოქროსფერი მონეტები ვერცხლისფერმა ჩაანაცვლა. გაყალბებისგან დაცვის თვალსაზრით მონეტის ორივე მხარეს მიკროელემენტის სახით დატანილია ძველი კოლხური თეთრის ანალოგი – ლომის თავის გამოსახულება, ხოლო მონეტის წიბო დაღარულია და ჩატვიფვრულია ქართულ-ინგლისური წარწერა „საქართველო Georgia" და ხუთქიმიანი ვარსკვლავი.

საქართველოს ეროვნული ვალუტა — ლარი დაბადების დღეს 2 ოქტომბერს აღნიშნავს. სწორედ ამ დღეს, 1995 წელს ლარი გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება გახდა.

ფულადი ნიშნების დიზაინის პირველ მნიშვნელოვან განახლებაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. 20, 50, 100 და 5 ლარის განახლებული ბანკნოტები ეტაპობრივად 2016 წლის 1 თებერვლიდან გამოვიდა და წინა ემისიების კუპიურებთან ერთადაა ბრუნვაში. 10-ლარიანი ბანკნოტები მოგვიანებით განახლდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0