თბილისში ფულის გაყალბების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

© Courtesy of Investigation Service of Ministry of Finance of Georgiaერთლარიანი ყალბი მონეტები
ერთლარიანი ყალბი მონეტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ერთლარიანი მონეტები, ყალიბები და ხელსაწყოები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელბორკილი - Sputnik საქართველო
შსს-მ ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2017 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაამზადა 3 300 ერთეულზე მეტი ყალბი ერთლარიანი მონეტა, რომლებიც თბილისში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით გაასაღა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის მიერ დამზადებული და გასაღებული ყალბი ერთლარიანი მონეტები, მონეტების დასამზადებლად საჭირო მასალა, ყალიბები და ხელსაწყოები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი („ყალბი საბანკო ბილეთის, ლითონის მონეტის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით ან გასაღება") და მეოთხე („ყალბი საბანკო ბილეთის, ლითონის მონეტის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დასამზადებელი ნებისმიერი სახის საბეჭდი ფორმის, მატრიცის, ქაღალდის, საღებავის და სხვა საგნის ან ნივთიერების უკანონოდ დამზადება, შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა გასაღების მიზნით ან გასაღება") ნაწილებით, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0