„ჭიათურობასთან" დაკავშირებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გამოწერა
სახალხო დღესასწაული 3 ნოემბერს გაიმართება.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 68-ე კმ-ზე (ნინოშვილის ქუჩა) 1-3 ნოემბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქობულეთის შემოვლითი გზა - Sputnik საქართველო
ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

გავრცელებული ინფორმაციით, აკრძალვა სახალხო დღესასწაულ „ჭიათურობა 2018"-თან დაკავშირებით დაწესდა, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება.

უწყების ინფორმაციით, ნინოშვილის ქუჩაზე 1 ნოემბერს გადარეცხვითი სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება 10:00-დან 17:00 სთ-მდე. გარდა ამისა, აიკრძალება მოძრაობა დაგეგმილი სამონტაჟო სამუშაოებისთვის 2 ნოემბერს 12:00-დან 17:00 სთ-მდე და 3 ნოემბერს სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო 09:00-დან 17:00 სთ-მდე.

აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იქნება შემოვლით გზაზე, ჯარბელის ქუჩის გავლით.

ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

 

ყველა ახალი ამბავი
0