ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

გამოწერა
საავტომობილო გვირაბში დაგეგმილი ელექტრომექანიკური სამუშაოების გამო ერთი სამოძრაო ზოლი დაიკეტება

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ქობულეთის შემოვლით საავტომობილო გზაზე მდებარე გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხუთშაბათს ნაწილობრივ შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, შეზღუდვები გვირაბში დაგეგმილ ელექტრომექანიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

„საავტომობილო გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2018 წლის 1 ნოემბერს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ერთ სამოძრაო ზოლზე, ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით შეიზღუდება", - აღნიშნული განცხადებაში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

ყველა ახალი ამბავი
0