ავტოავარიის შედეგად ლილოში ყვითელი მიკროავტობუსი გადაბრუნდა - არიან დაშავებულები

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ორი ყვითელი სამარშუტო ტაქსი შეეჯახა.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყვითელი სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
ავარია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე: დაიღუპა ერთი ადამიანი

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ორი ყვითელი სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი მიკროავტობუსი გადაბრუნდა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო და „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.

დაშავებულები არამიანცისა და ინგოროყვას კლინიკებში არიან გადაყვანილი.  მედიკოსების ცნობით,  მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0