ავარია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე: დაიღუპა ერთი ადამიანი

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავარიის დროს ასევე დაშავდა ერთი ადამიანი.

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება პირველი არხი.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
ავარია თელავში: ავტომობილმა ქვეითი გაიტანა

ავარიის დროს ასევე დაშავდა ერთი ადამიანი. მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 276-ე მუხლით - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0