თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ადგილიდან იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველთა განცხადებით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და გარე განათების ბოძს შეეჯახა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძღა სსკ-ის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.