თბილისში ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივის გამოფენა გაიხსნება

© FB / Georgian National Museum ზუბალაშვილების ოჯახური არქივი
ზუბალაშვილების ოჯახური არქივი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რუსი ეთნოგრაფისა და ფოტოგრაფის, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოალბომები

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი მრეწველებისა და ქველმოქმედების, ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივის გამოფენა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 1 ნოემბერს გაიხსნება, აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

უფრო ადრე, ოქტომბერში ცნობილი ქართველი მეცენატის, პეტრე ზუბალაშვილის შთამომავლებმა ეროვნულ მუზეუმს ზმები ზუბალაშვილების პირადი ნივთები გადასცეს. ძვირფასი არქივი, რომელიც ზუბალაშვილების ოჯახში, შვეიცარიასა და საფრანგეთში 114 წლის განმავლობაში ინახებოდა, უკვე თბილისშია.

ფიროსმანისადმი მიძღვნილი მაგიდა - Sputnik საქართველო
ასობით ლურჯი ვარდი: იაპონელმა არქიტექტორმა ფიროსმანს საოცარი ნამუშევარი მიუძღვნა

მუზეუმისთვის გადაცემული მასალები დეტალურად აღწერს ზუბალაშვილების ოჯახის ქველმოქმედებას, გაზეთ „ივერიისა" და ჟურნალ „ჯეჯილის" დაფინანსებას, ასევე სტიპენდიების დაწესებას ნიჭიერი, მაგრამ ღარიბი სტუდენტებისთვის

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რუსი ეთნოგრაფისა და ფოტოგრაფის, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოალბომები, რომლებშიც აღბეჭდილია საქართველოს რეგიონების იშვიათი კადრები, კავკასიის ბუნება და მის მცხოვრებთა ყოფა. იქვე შესაძლებელი იქნება ცნობილი თბილისური სახლებისა და ისტორიული შენობების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობის ამსახველი ფოტოების ნახვა და სხვა.

ძმები ზუბალაშვილები: უკვდავყოფილი სახელი ლუვრის დარბაზში და თბილისურ ქუჩაზე>>

გამოფენის გახსნას დაესწრებიან ზუბალაშვილების შთამომავლები. გახსნის დღეს გამოფენაზე დასწრება უფასოა. გახსნა - 19:00 საათზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0