ასობით ლურჯი ვარდი: იაპონელმა არქიტექტორმა ფიროსმანს საოცარი ნამუშევარი მიუძღვნა

© photo: courtesy of Ministry of Culture and Monument Protection of Georgiaფიროსმანისადმი მიძღვნილი მაგიდა
ფიროსმანისადმი მიძღვნილი მაგიდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღიარებული ოსტატის ნამუშევარი ვენის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გალერეა „ალბერტინაშია“ გამოფენილი

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილმა იაპონელმა არქიტექტორმა, პრიცკერის პრემიის ლაურეატმა ტადაო ანდომ ერთ-ერთი თავისი ნამუშევარი ლეგენდარულ ქართველ მხატვარ ნიკო ფიროსმანს მიუძღვნა, იუწყება კულტურის სამინისტრო.

ნიკო ფიროსმანის სურათებს ავსტრიაში გამოფენენ >>

შვიდმეტრიანი მაგიდა ორგანული მინისგან, რომლის შიგნით ასობით ლურჯი ვარდია მოთავსებული, ვენის გალერეა „ალბერტინის“ გამოფენის გახსნაზე იყო წარმოდგენილი. ექსპოზიციაზე საქართველოს  ეროვნული მუზეუმიდან ფიროსმანის 29 ნამუშევარია წარმოდგენილი.

Картина Ладо Гудиашвили Нико Пиросмани (1928) ლადო გუდიაშვილი, ნიკო ფიროსმანი - Sputnik საქართველო
ჩემი თბილისი და ფიროსმანი...

„ფიროსმანის“ მაგიდა ორგმინის 600 ნაჭრისგან შედგება და დარბაზის ცენტრში დგას. ავსტრიის მედიის განცხადებით, ექსპონატი ძალიან სიმბოლურია და ვარდებისგან შექმნილ მხატვრის საფლავს ჰგავს, რომლის ადგილმდებარეობა ყველასათვის უცნობია.

უნიკალურ ექსპონატს მალე შვეიცარიასა და იაპონიაში იხილავენ.

გამოფენა 27 იანვრამდე გასტანს. ექსპოზიციის ორგანიზატორებია - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ფონდი Infinitart და ვინსენტ ვან გოგის ფონდი არლიში (საფრანგეთი).

ტადაო ანდო „კრიტიკული რეგიონალიზმის“ სტილში მუშაობს. თანამედროვე შენობების არქიტექტურაში მას ეროვნული ესთეტიური ფასეულობების გამოყენება უყვარს. მისი თვალსაზრისით, არქიტექტორი უნდა ითვალისწინებდეს და არ ცვლიდეს ბუნებრივ ლანდშაფტს. ინტერიერში ის ოსტატურად იყენებს ბუნებრივი და ხელოვნური განათების შესაძლებლობებს.

თბილისში გია გუგუშვილის გამოფენა იხსნება >>

აღსანიშნავია, რომ იაპონელ არქიტექტორს მრავალფეროვანი ცხოვრებისეული გამოცდილება გააჩნია. ის სატვირთოს მძღოლად მუშაობდა და მოკრივე იყო. სპეციალური არქიტექტურული განათლების არარსებობის მიუხედავად, ტადაო ამ დარგში ცნობილი გახდა. 1995 წელს იაპონელი არქიტექტორი არქიტექტურის დარგში ინდივიდუალური მიღწევების გამო პრიცკერის პრემიის ლაურეატი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0