თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi, სადაც საუკეთესო დიზაინერების 2019 წლის გაზაფხულ-ზაფხულის ახალი კოლექციები იქნება წარმოდგენილი, თბილისში 1-5 ნოემბერს გაიმართება.
ახალ სეზონზე მოდის ჩვენებების დიდი ნაწილი ახალგახსნილ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში რუსთაველის გამზირზე გაიმართება.
დეფილე ასევე დაგეგმილია ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მწერალთა სახლში, Garden Hall-ში, Silk Factory Studio-ში, მეექვსე ექსპერიმენტულ სკოლაში, საქართველოს ბანკის სათაო ოფისში, ღამის კლუბ Bassiani-ში, დიზაინ-ოტელ Stamba-ში და სხვა ლოკაციებზე.
მოდის კვირეულს 1 ნოემბერს გახსნის შემდეგი დიზაინერების კოლექციები: Tatuna Nikolaishvili, Avtandil, Liya, Vaska, ასევე ბრენდები Mach & Mach და Yashka Moore.
მეორე დღეს, 2 ნოემბერს მაყურებელი იხილავს ისეთი მოდელიერების დეფილეს, როგორიცაა Tako Mekvabidze, Lako Bukia, Blikvanger, Salome Tkabladze, Sudi Etuz (თურქეთი), Ani Datukishvili, Lalo, Datuna და Materiel.
3 ნოემბერს წარდგებიან Djaba Diassamidze, Amirejibi, Beradze, Elenny, Janashia, Lado Bokuchava, Tamara Kopaliani, Ingorokva და Le Mocassin Zippe.
4 ნოემბერს მოდის მიმდევრები ნახავენ კოლექციებს, რომლებიც შემდეგმა დიზაინერებმა შექმნეს: Anouki, George Keburia, TL-180, Aleksandre Akhalkatsishvili, Aka Nanita, Dalood, Teyo, George Shaghashvili და Situationist.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ჩვენებებს 5 ნოემბერს დაასრულებენ Aka Prodiashvili, Maturelli, бренда Ria Keburia Gallery და Вessarion-ი. მოდის კვირეულის ჩვენებების დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ჩვენებებს ტრადიციისამებრ დაესწრება ათობით უცხოელი სტუმარი, მათ შორის მოდის კრიტიკოსები, ცნობილი მოდის გამოცემების ჟურნალისტები და ბაიერები სხვადასხვა ქვეყნიდან.
Mercedes-Benz Fashion Week — ესაა მოდის საერთაშორისო კვირეულების სერია, რომლის ორგანიზატორია Mercedes-Benz-ი. ის ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, მათ შორის საქართველოში, რუსეთში, აშშ-ში, თურქეთში, ავსტრალიაში და სხვა.