დღის ინტრიგა: რას იტყვის ზურაბიშვილი ბრიფინგზე

© Sputnik / Denis Aslanovსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი დღეს დუმილს დაარღვევს და არჩევნების შემდეგ მასმედიისთვის პირველ განცხადებას გააკეთებს.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველი ტურის დასრულების შემდეგ პირველ განცხადებას გააკეთებს.

„გზავნილი მიღებულია": „ქართულმა ოცნებამ" შეცდომები აღიარა>>>

საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც კვირას, 28 ოქტომბერს გაიმართა, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა 50%-ზე მეტი ხმა, რომელიც პირველ ტურში გამარჯვებისთვის იყო საჭირო. ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვეს სალომე ზურაბიშვილმა (38,64%) და გრიგოლ ვაშაძემ (37,73%). ზურაბიშვილს მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", ხოლო ვაშაძე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრი. მესამე ადგილზე დავით ბაქრაძეა, რომელმაც ხმების დაახლოებით 11% მიიღო.

„ამ საღამოს 8 საათზე ჩემი განცხადება პირდაპირ ეთერში", – დაწერა ზურაბიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

„ქართული ოცნება" არჩევნებამდე და არჩევნების დღესაც აცხადებდა, რომ სალომე ზურაბიშვილი გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებდა. თუმცა ზურაბიშვილმა ვერ შეძლო გამარჯვებისთვის აუცილებელი რაოდენობის – 50%-ზე მეტი ხმის მიღება.

ხმების დათვლის პროცესი - Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობის“ რეინკარნაცია დაიწყო?

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მმართველი პარტიის ლიდერებმა აღიარეს, რომ „ქართულ ოცნებას" ძალაუფლების კონცენტრაციამ გადაჭარბებული თვითდაჯერება შემატა და, შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა მმართველ პარტიას დაანახა, რომ ქვეყანაში ბევრი რამ სწრაფი ტემპებით არის შესაცვლელი.

რას იტყვის საპრეზიდენტო კანდიდატი ბრიფინგზე, ჯერჯერობით უცნობია. ამ დრომდე იგი მასმედიასთან კონტაქტს გაურბოდა და, მიუხედავად ჟურნალისტების ძალისხმევისა, ზურაბიშვილი მათ კითხვებს არ პასუხობდა. ორშაბათს, 29 ოქტომბერს, როდესაც ჟურნალისტებმა მისგან კომენტარის მიღება სცადეს, კანდიდატის პასუხი იყო: „როცა დავაპირებ, გეტყვით".

„ყველა მინუს ერთი": ოპოზიცია ზურაბიშვილის წინააღმდეგ ერთიანდება>>>

ზურაბიშვილის სიჩუმემ და „ქართული ოცნების" ლიდერების იმედგაცრუებამ მასმედიაში მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვერსიები გააჩინა. ერთ-ერთი ვერსიით, არჩევნების შედეგებით გაბრაზებულმა „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ლიდერებს განუცხადა, რომ „თუ მეორე ტურში ზურაბიშვილი დამაჯერებელ გამარჯვებას ვერ მოიპოვებს, მაშინ ზოგიერთები პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდებიან".

გარდა ამისა, საზოგადოებაში საუბრობენ იმაზეც, რომ ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა იმაში, რომ მათ წინასაარჩევნო პერიოდში შესაბამისად არ იმუშავეს. უფრო მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბიშვილი ივანიშვილსა და მის გუნდს საკუთარი კანდიდატურის მოხსნით დაემუქრა.

საპრეზიდენტო არჩევნები გასულ კვირას ჩატარდა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე უცხოეთის 40 ქვეყანაში. ამომრჩეველთა აქტივობამ დაახლოებით 47% შეადგინა. ცესკოს განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0