ვის მისცემს ზურაბ ჯაფარიძე ხმას მეორე ტურში

© Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი არჩევიდან ძალიან სწრაფად გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომლის გამოც გინებას დაიმსახურებს მისგან

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. „ახალი პოლიტიკური ცენტრ - გირჩის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში  ხმას „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მისცემს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მონაცემებით  საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა 28 ოქტომბერს ვერ დააგროვა ვერც დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია, და ვერც გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ. თავად ზურაბ ჯაფარიძემ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 2,26% (36007 ხმა) დააგროვა. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
მოდა არჩევნებზე: რა ფორმაში გამოჩნდნენ პოლიტიკოსები

„მე წავალ მეორე ტურზე და ხმას მივცემ ადამიანს, რომლის კარიერული პიკი, რომ არა პრეზიდენტი სააკაშვილი, იქნებოდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალო დონის ჩინოვნიკობა, რომელმაც პედოფილთან გამაიგივა პირადად მე და ასობით ათასი ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც მთელი წინასაარჩევნო კამპანია ააგო იმ მიზანთან ბრძოლაზე, რისთვისაც ჩემი ცხოვრების უკანასკნელი 12 წლის მნიშვნელოვანი ნაწილი მაქვს დათმობილი“, – დაწერა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში.

მიუხედავად იმისა, რომ ჯაფარიძე მეორე ტურში ვაშაძის მხარდაჭერას აპირებს, მას მეორე ტურში გასული არც ერთი კანდიდატი არ მოსწონს.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
არჩევნები დასრულდა - ინტრიგა გრძელდება

„ორივეს შემთხვევაში 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ არჩევიდან ძალიან სწრაფად გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომლის გამოც გინებას დაიმსახურებს ჩემგან“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ის ხმას ვაშაძეს იმიტომ კი არ მისცემს, რომ ეს კანდიდატი მეორეს სჯობს, არამედ ამას გააკეთებს  იმიტომ, რომ უნდა გამოიყენოს შანსი, არ დაუტოვოს ივანიშვილს ფორმალური ძალაუფლების თუნდაც ერთი,  სუსტი ბერკეტი. მან ისიც აღნიშნა, რომ მხოლოდ ივანიშვილთან დაახლოება არ არის საკმარისი მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად.

რაც შეეხება მის თანაპარტიელებს, ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ისინი თვითონვე გადაწყვეტენ თუ ვის უნდა დაუჭირონ მხარი.

„სამი წელია, „გირჩი“ არსებობს და არასოდეს მომსვლია თავში, „გირჩის“ მხარდამჭერებისთვის მომეწოდებინა ვინმეს ან რომელიმე პარტიის მხარდაჭერა. თავისუფალი ადამიანები არიან და თავად აგებენ პასუხს საკუთარ ქმედებებზე“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
ზურაბ ჯაფარიძე: მკიდია, ჩემს თავს მივეცი ხმა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისევე, როგორც უცხოეთის 40 ქვეყანაში, საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 28 ოქტომბერს გაიმართა. ამომრჩევლის აქტივობამ დაახლოებით 47% შეადგინა.

28 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს აქვს 38,64%, ხოლო მის მთავარ კონკურენტ გრიგოლ ვაშაძეს – 37,74%.

პარტია ორიგინალური დასახელებით „გირჩი" 2015 წელს შეიქმნა. ის დააარსეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა.

ყველა ახალი ამბავი
0