ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის ტურნირის მეორე ტურში გავიდა

© FB / Nikoloz Basilashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი სპორტსმენი მეორე ტურში სამხრეთაფრიკელ ჩოგბურთელთან ვენაში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას გეგმავს

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგში 22-ე ადგილი) პირველი ბარიერი გადალახა პარიზის „მასტერსზე“, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში 29 ოქტომბერს დაიწყო.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე იყო ავსტრალიელი ჯონ მილმანი (35), რომელმაც პირველი სეტი ანგარიშით 4:6 წააგო და მატჩის გაგრძელება ტრავმის გამო ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, სეტი საკმაოდ თანასწორი და ნერვიული გამოდგა და 40 წუთს გაგრძელდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი – ქართული ჩოგბურთის რეკორდსმენი

Rolex Paris Masters-ის ფინალის 1/16-ში გასვლით ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და თითქმის 35 ათასი ევრო გამოიმუშავა. ამ მომენტისთვის, АТР-ს ლაივ-რეიტინგში ქართველი სპორტსმენი მე-20 პოზიციას იკავებს.

მეორე წრეში ბასილაშვილი სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსენს (6) შეხვდება. ერთი კვირის წინ АТР 500 სერიის ავსტრიის ტურნირის Erste Bank Open პირველივე წრეში ბასილაშვილმა წააგო ანდერსონთან – 6:4, 6:7, 3:6.

„მე დავიღალე, დავისვენებ" – ქართველმა სპორტსმენმა დასვენება გადაწყვიტა >>

პარიზის „მასტერსი“ 4 ნოემბრამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 5,5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია ამერიკელი ჯეკ სოკი.

ყველა ახალი ამბავი
0